როცა სამყაროს გადარჩენას დაასრულებ (2023)
When You Finish Saving The World / ინგლისურად

    5.6
    0
    0

    ჟანრი: დრამა, კომედია

    სტუდია: CAA Media Finance

    გამოშვების წელი: 2023

    რეჟისორი: Jesse Eisenberg

    ხანგრძლივობა: 88 წთ

    ქვეყანა: აშშ

    ფილმის სიუჟეტი:

    ამერიკელი მსახიობის, ჯესი აიზენბერგის სარეჟისორო დებიუტი დედასა და თინეიჯერ შვილს შორის გაჩენილი თაობათა უფსკრულის შესახებ. საშუალო სკოლის მოსწავლე ზიგი ფოლკ-მუსიკას ქმნის და სტრიმს აწყობს ინტერნეტში, სადაც ის ონლაინ აუდიტორიისთვის თავის სიმღერებს უკრავს. თუმცა, ეს ჰობი დიდად აწუხებს მის დედას, ეველინს, რომელიც ძალადობისგან გადარჩენილი ქალების თავშესაფარს მართავს, სადაც ერთ დღეს ის დედის და მისი მოზარდი შვილის, ენჯის და კაილის ურთიერთობას აკვირდება და ხედავს მათში, იმას რასაც თავად ისურვებდა შვილთან ურთიერთობაში. შედეგად, მთავარ გმირს კაილის მზრუნველობის ქვეშ აყვანის გიჟური იდეა უჩნდება, რათა დაეხმაროს მას ზიგისთან საერთო ენის გამონახვაში. ამავე დროს, ზიგი ცდილობს მოახდინოს შთაბეჭდილება თავის თანაკლასელ გოგონაზე...